საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმარს უცხადებს.
როგორც ალიევი აღნიშნავს, იგი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებსა და თურქ ხალხს.
„ჩვენ ღრმად შეძრულები ვართ განჯიდან გამოფრენილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის ცნობით, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ სამხედროები. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ მძიმე წუთებში და ღრმა სამძიმარს გიცხადებთ პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თქვენ, გარდაცვლილთა ახლობლებს და ნათესავებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.