„თექა ინტერიერში“ -ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც „აჭარის ხელოვნების მუზეუმში“ გაიხსნა. გამოფენაზე ორი მხატვრის 33 ნამუშევარია წარმოდგენილი.
თექაზე შესრულებული ნამუშევრების გარდა, მუზეუმში წარმოდგენილია მატყლითა და აბრეშუმით შექმნილი კედლის პანოები და კერამიკული ნიმუშების კოლაბორაცია. ასევე, ქალისა და მამაკაცის სამოსის აქსესუარები.
ექსპოზიცია, რომლის მხარდამჭერიც, აჭარისა და საქართველოს კულტურის სამინისტროები, ასევე, აჭარის მუზეუმია, 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენა კომპანია „ ქართული თექის“ ორგანიზებით ტარდება.