ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება - თურქეთის შს მინისტრი

11 ნოემბერი 2025, 17:36 169 ნახვა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს შს მინისტრს, გეკა გელაძეს ესაუბრა.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა C130 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოფრინავდა და, რომელიც ჩვენი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს. მინისტრიც ადგილზე მიემგზავრება. ჩვენს ძვირფას ერს საუკეთესოს ვუსურვებ“, – წერს ალი ერლიკაია სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. როგორც  „საქაერონავიგაციაში“ აცხადებენ, შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია განჯის აეროპორტი და თურქეთი.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე