გრუნტის წყალში ნავთობის ფენამ გაჟონა

23 მაისი 2017, 00:00 9016 ნახვა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ერას და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში გრუნტის წყალში ნავთობის ნარჩენის ფენამ გამოჟონა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დღის განმავლობაში ტეროტორიაზე ნავთობის სპეციფიური სუნი იყო

ამ წუთებში ადგილზე  მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ბათუმის წყალი. ტერიტორია შემოღობილია და მიმდინარეობს აღნიშნული მასის  სპეც მანქანით ამოტუმბვა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერიც.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი