სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

27 სექტემბერი 2025, 18:18 114 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა.

მამუკა მდინარაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

ყურადღება გამახვილდა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობასა და შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურა, თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე