გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოში შენარჩუნებულ, სტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიტყვის გამოსვლის დროს მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული სამიტი, წარმოადგენს დროულ და უაღრესად მნიშვნელოვან პლატფორმას მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების კუთხით ჩვენს მიერ ერთობლივად მიღწეული პროგრესის შესაფასებლად და განვითარების დაფინანსების მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის შედეგების გასაანალიზებლად.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე