სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2025 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. თითოეულ მათგანს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა. ჯილდო სხვადასხვა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლებს გადაეცათ, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.