საქართველოს განათლების მინისტრი თელავში პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟს" ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა.
მინისტრი ასევე გაეცნო კოლეჯის ტერიტორიაზე მიმდინარე ახალი სახელოსნოების მშენებლობას, რომელიც სამინისტროს ბიუჯეტიდან 5 მილიონ 614 755 ლარით დაფინანსდა.
კოლეჯი ,,პრესტიჟი“ ახორციელებს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო, ასევე პროფესიულ მომზადება/ გადამზადების პროგრამებს.