საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო

31 მაისი 2016, 00:00 4352 ნახვა

დღეიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში იწვევს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი ვადით  მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური. იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, საჭიროა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტის ჩაბარება. ასევე სამხედრო სამედიცინო კომისიის გავლა. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარია. თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით. 

ამავე კატეგორიაში