თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს.
საოლქო კომისიაში დარეგისტრირდა არჩევნებში მონაწილე 9 პოლიტიკური პარტია: „მამული, ენა, სარწმუნოება“, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ძლიერი საქართველო-ლელო“, „სახალხო ხელისუფლება“, „გახარია საქართველოსთვის“, „გირჩი“, „ ქართული ოცნება" .
საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცედურულად ოლქის მიერ გადამოწმდება წარდგენილი დოკუმენტაცია და ამის შემდეგ გასაჯაროვდება პარტიული სიები და მერობის კანდიდატები, დაახლოებით 1 კვირაში კი საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გამოაცხადებს საარჩევნო სუბიექტებს.