საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში სტრიტ-არტის სტილით გვირაბები მოიხატა. მხატვარმა ლუკა ჯაფარიძემ და შსს-ს სპორტული კლუბის “მია-ფორსის” ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ გვირაბების კედლებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატეს.
კვირეულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება. აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.