ვლადიმერ პუტინმა ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმზე აგვისტოში დონალდ ტრამპთან სამიტზე უკრაინაში კრიზისის მოგვარების მიზნით მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა.
„ალასკაში ბოლო დროს გამართულ რუსეთ-აშშ-ს შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები, იმედი მაქვს, ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ტიანძინში ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებს უფრო დეტალურად აცნობებს ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს.
რუსეთის ლიდერის თქმით, ეს კრიზისი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად არ შეიქმნა. ის წარმოიშვა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელიც პროვოცირებული და მხარდაჭერილი იყო დასავლეთის მიერ.
პუტინმა „კრიზისის მეორე მიზეზად“ დაასახელა დასავლეთის მცდელობები, უკრაინა ნატო-ში შეეყვანათ, რაც, მისი თქმით, „რუსეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა“.