"ბლექ სი არენასთან" მატარებლის სადგური 400 მეტრშია

19 მაისი 2017, 00:00 7199 ნახვა

"ბლექ სი არენას" საკონცერტო დარბაზთან, ფონდმა "ქართუმ" მაღალი სარკინიგზო ბაქანი მოაწყო. "საქართველოს რკინიგზის" ორსართულიანი მატარებელი ბაქანზე პირველად დღეს ჩამოდგა, ხვალ კი ამ ბაქანით ის მგზავრები ისარგებლებენ, რომლებიც თბილისიდან და ბათუმიდან "აეროსმიტის" კონცერტზე მისასვლელად მატარებელს აირჩევენ. ბაქანი ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც

ფონდმა "ქართუმ" სადგურიდან საკონცერტო დარბაზამდე მისასვლელი 400 მეტრიანი ასფალტის გზის მოწყობის ხარჯებიც დაფარა. მოეწყო გარე განათების სისტემა. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი