ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა ხვალიდან სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის

14 აგვისტო 2025, 19:52 124 ნახვა

ხვალიდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის.

ბენეფიციართა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობდა და პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისაგან იღებდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მთავრობის ინიციატივას საქართველოს პარლამენტმა მხარი გასულ თვეში დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე შეიცვალა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, მისი რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. ეს ცვლილება ოქტომბრიდან ამოქმედდება.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში