ხულოს მოსახლეობა სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ითხოვს

18 მაისი 2017, 00:00 3426 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხულოს სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ითხოვს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, საციხურის, აგარის, პანტნარის, ძირკვაძეების, თხილვანას, ვაშლოვანის გზებზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებით არის შესაძლებელი. ჯორბენაძე სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხულოს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოდარებისთანავე აგარის სოფელ აგარასთან დამაკავშირებელი გზის ორმული დამუშავება დაიწყება. რაც შეეხება ძირკვაძეებს, ვაშლოვანს, თხილვანასა და საციხურს, არსებული  ინფორმაციით, ამ მიმართულებებით ასფალტ-ბეტონის დაგება დაიწყება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში