რა იცვლება სოციალური უფლებების დაცვის კუთხით კონსტიტუციაში? ახალი პროექტის მიხედვით უმუშევრობის სტატუსის შესახებ ჩანაწერი, ძირითადი უფლებების ნაცვლად კონსტიტუციის პირველ თავში, ანუ ზოგად დებულებებში, გადადის. ამის გამო კი მოქალაქეს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ მუხლის გამოყენებით დავა აღარ შეეძლება.
რა მიმართულებით გაუმჯობესდა, ან გაუარესდება ვითარება? როგორ აფასებენ მუხლების გადაადგილებას, რომელიც არამხოლოდ ფორმალურ, არამედ შინაარსობრივ დატვირთავსაც ატარებს, იურისტები?