დღეს ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცნობილი პოეტისა და პროზაიკოსის საფლავი გვირგვინებით შეამკეს და პარაკლისი გადაიხადეს.
ფრიდონ ხალვაშის საფლავზე მწერლები, პოეტები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ღონისძიებები დაგეგმილია მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში. დღეს ფრიდონ ხალვაში 92 წლის გახდებოდა.