შეხვედრა ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებთან

24 ივლისი 2025, 11:04 118 ნახვა

შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს, ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შორის შედგა.

განსაკუთრებული ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სოციალური დიალოგის განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტიან დაცვაზე გამახვილდა.

ასევე მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად,  სამომავლოდ მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში