ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, პრეზიდენტები მნიშვნელოვან შეთანხმებებს გააფორმებენ - პესკოვი

20 ივლისი 2025, 14:59 102 ნახვა

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის აუცილებლად გაიმართება პირადი შეხვედრა, რომელზეც პრეზიდენტები მნიშვნელოვან შეთანხმებებს გააფორმებენ – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„შესაძლოა, შეხვედრა, ასევე საჭირო იყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების ფორმალიზებისთვის, რომლებიც დროთა განმავლობაში უზარმაზარი სამუშაოს შესრულების შემდეგ იქნება მიღწეული. მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, პუტინსა და ტრამპს შორის ბოლო საუბარი იყო პრაგმატული საუბარი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ მზად არიან ერთმანეთის მოსასმენად.

პესკოვის თქმით, უკრაინის საკითხის მოგვარება ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს და ვაშინგტონი ამას სულ უფრო მეტად ხვდება.

„ჩვენი მიზნები ნათელია, აშკარაა და არ იცვლება“, - განაცხადა პესკოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი