ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის ბათუმში გაიმართა. სპორტის ეს სახეობა მამაკაცთა ძალის დემონსტრირებას გულისხმობს. შეჯიბრებაში ევროპის 11 ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
სპორტსმენებმა ორ წონით კატეგორიაში (105 და +105კგ) და სთრონგმენის 5 სხვადასხვა დისციპლინაში იასპარეზეს.
105 წონით კატეგორიაში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ქართველი თორნიკე ხუციშვილი, მესამე ადგილზე კი უკრაინელი გავიდა.
105 კილოგრამზე მეტ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ქართველმა ნიკა ლეკაიძემ დაიკავა.