ლერმონტოვისა და აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა

28 ივნისი 2025, 12:01 400 ნახვა

მიხეილ ლერმონტოვისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, ასფალტის საფარის, საფეხმავლო ბილიკებისა და გარეგანათების სისტემის მოწყობას. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 1,5 მილიონამდე ლარს შეადგენს. გარდა აღნიშნული მონაკვეთისა, ბათუმში პარალელურად 4 ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში