თეირანში ათასობით ირანელი შეიკრიბა ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის დროს ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპული სამხედრო მეთაურებისა და ბირთვული მეცნიერების დაკრძალვის პროცესზე. 13 ივნისს დაწყებული სამხედრო კამპანიის დროს ისრაელმა მძიმე დარტყმა მიაყენა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სარდლობას, რომლის დროსაც სხვა ადამიანებთან ერთად მოკლეს მისი მთავარსარდლის, გენერალ-მაიორის ჰოსეინ სალამის, საჰაერო ძალების მეთაურის ამირ ალი ჰაჯიზადესა და გენერალ-მაიოი გოლამალი რაშიდის ლიკვიდაცია მოხდა. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ზედამხედველობს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, რომელსაც ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ პროგრამად მიიჩნევენ. მან ისრაელის მიმართულებით რაკეტების ზალპები ბოლო კონფლიქტის დროსაც განახორციელა, ისევე როგორც გასულ წელს, ცეცხლის გაცვლის დროს.