საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან, რომელიც ათენიდან 40 კილომეტრში მდებარე ტერიტორიაზე მძვინვარებს. ბიბისის ცნობით, სამართალდამცავებმა 35 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ქალის დაუდევრობა გახდა.
ქალაქ ფოკაიას მიმდებარედ 4 სანაპიროდან მაშველებმა უკვე დაასრულეს ევაკუაციის პროცესი. სტიქიის ზონაში მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ.
ცეცხლის ქრობის პროცესს მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს.