რუსეთის თავდაცვის მინისტრი ევროპას აფრთხილებს

26 ივნისი 2025, 14:03 107 ნახვა

კიევისთვის იარაღის მიწოდება ევროპისთვის რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

„დამარცხების გარდაუვალობის გაცნობიერებით, კიევის რეჟიმი ფსონს ტერორისტულ აქტებზე დებს. ევროპელი სპონსორების მხარდაჭერით, რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აფეთქებს და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. უკრაინის იარაღითა და დაქირავებული სამხედრო პირებით მომარაგებით სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივების მცდელობები დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის. მათ შორის თავად ევროპაშიც“, - აღნიშნა ანდრეი ბელუსოვმა.

მისი თქმით, რუსეთმა კონფლიქტის მოგვარების მზადყოფნა არაერთხელ გამოხატა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში