მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო მოგებით დაიწყო

25 ივნისი 2025, 10:08 103 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ წრეში 39 წლის ვეტერანი, ვარვარა ლეპჩენკო ორ სეტში - 7:5, 6:4 დაამარცხა და მეორე წრეში ითამაშებს. ბოლქვაძის მეტოქე შვეიცარიელი სელინ ნაეფი იქნება.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე მეორე წრეშია გასული ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც დღეს 21 წლის ჰონგ-კონგელ ჩაკ ლამ კოლმან ვონგს შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ ძირითად ბადეში გასასვლელად სამი თამაშის მოგებაა საჭირო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში