დავით გაბაიძე: მეჩეთის საკითხზე მერიის მიერ გამოცემულ აქტს არ ვიცნობ

12 მაისი 2017, 00:00 4646 ნახვა

 ბათუმის მერიის მიერ, ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმაზე შეფასება არ გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით  გაბაიძემ. მისი თქმით ის მერიის მიერ გამოცემულ აქტს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.

"სამწუხაროდ, გუშინ ღამით გამოვედი დედაქალაქიდან, ამიტომ საშუალება არ მქონდა გავცნობოდი ამ აქტს, ამიტომ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, ვერ გეტყვით მერიის გადაწყვეტილება იყო თუ არა კანონიერი, მე იურისტი ვარ და არ მიყვარს ზეპირი საუბარი" - განაცხადა ჟურნალისთებტან დავით გაბაიძემ

​ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე მისი პოზიცია,ან იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაბაიძე ამბობს, რომ ვერც ამ კითხვაზე გასცემს პასუხს აქტის გაცნობამდე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი