ეთერ ლიპარტელიანი რეიტინგის პირველი ნომერია 

24 ივნისი 2025, 10:01 97 ნახვა

უნგრეთში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა. ქართველი ჯუდოკა ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, 57 კილოგრამ წონითი კატეგორიის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეთერმა  ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ჩემპიონობა იზეიმა, მან გუნდურ ასპარეზობაშიც წარმატებით იჭიდავა და საქართველოს ნაკრებთან ერთად, პირველად ისტორიაში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატიც მოიგო.

ლიპარტელიანმა საერთო ჯამში 9 შეხვედრა ჩაატარა და აქედან რვაში იპონით გაიმარჯვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი