საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოში.
განსახილველ საკითხებს შორის იყო პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებები, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შედის. საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში კომიტეტების გაერთიანებული გასვლითი სხდომა ბათუმის საკრებულოშიც გაიმართა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ერთობლივი საკომიტეტო მოსმენა გამართეს.