პარლამენტის კომიტეტების გასვლითი სხდომები ბათუმში

20 ივნისი 2025, 14:58 89 ნახვა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოში. განსახილველ საკითხებს შორის იყო პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებები, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შედის.

მათ შორისაა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები და ვადები, ასევე დროებითი საბჭოების შექმნა, მინისტრის საათის გაუქმება.

დღესვე განახლებული რეგლამენტის პრეზენტაცია გაიმართა.

ასევე იმსჯელეს პარლამენტის წევრების კითხვებზე შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირების საკითხზე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში