ევროპარლამენტი და ევროსაბჭო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ

17 ივნისი 2025, 14:03 115 ნახვა

ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს გუნდები ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელზეც დღეს შეთანხმდნენ, საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს, ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, რაც შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების საკითხებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.

„მომავალში, გაერო-ს ქარტიის დარღვევა, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. ახალი კანონით, უვიზო რეჟიმის შეჩერების დამატებითი საფუძვლები მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირში განმარტავენ, რომ ასევე შენარჩუნდება არსებული საფუძვლები, მათ შორის რეადმისიის საკითხში თანამშრომლობის არ არსებობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში