ტრამპი კანადიდან ნაადრევად გამგზავრების მიზეზს განმარტავს

17 ივნისი 2025, 10:45 155 ნახვა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტიდან მის ნაადრევ წასვლას „არაფერი აქვს საერთო“ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემუშავებასთან, რითაც უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარები, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე მუშაობს.

მაკრონმა „შეცდომით თქვა, რომ მე დავტოვე „დიდი შვიდეულის“ სამიტი კანადაში, რათა დავბრუნებულიყავი ვაშინგტონში, რათა ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმებაზე მემუშავა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. 

ტრამპმა არ განმარტა, თუ რატომ დატოვა დიდი შვიდეულის სამიტი ნაადრევად, თუმცა თქვა, რომ საქმე ეხებოდა „გაცილებით უფრო მნიშვნელოვან“ რამეს, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში