ისრაელში საქართველოს საელჩო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

15 ივნისი 2025, 15:00 122 ნახვა

24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ისრაელში საქართველოს საელჩო. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში განცხადება არ შესულა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
ზაზა კანდელაკი, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართონ ცხელ ხაზს. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში