დონალდ ტუსკის განცხადება - გამოხმაურება

12 ივნისი 2025, 19:58 141 ნახვა

დონალდ ტუსკის პოლონეთის პარლამენტში გაკეთებული განცხადება, განხილვის საგანია საქართველოში.
პოლონეთის პრემიერმა ზოგადად ისაუბრა საიმიგრაციო პოლიტიკაზე და ვიზალიბერალიზაციის მქონე ქვეყნებისთვის ამ პროცესის გართულებისა ან გაუქმების საჭიროებაზე.
როგორც იცით საიმიგრაციო საკითხი პოლონეთში საკმაოდ მწვავედ დგას, ის შეეხო საქართველოს საკითხსაც, თუმცა დღეს ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნების უმრავლესობა ეწინააღმდეგება მსგავსი ფორმის სანქციას და ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ალბათობა ამ ეტაპზე ნულის ტოლია, თუმცა საკითხი შესაძლოა განიხილონ შემოდგომაზე- რაზეც საუბარი ადრეც იყო, ოპოზიციაში განგაშის ზარების რეკავენ, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება გამორიცხულია, ხოლო ტუსკის განცხადება მისი პირადი და მტრული ინტერესი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში