შეხვედრა მოსახლეობასთან

10 მაისი 2017, 00:00 3040 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია, სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურული პრობლემები - ამ საკითხებზე ხელვაჩაურის მოსახლეობამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან ისაუბრა. დისკუსია თითქმის 2 საათს გაგრძელდა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მოსახლეობამ სოციალური სახლის გაზიფიცირებაზე და სოფლის გზების რეაბილიტაციაზე ისაუბრა.  დავით გაბაიძე მათ დახმარებას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ შეხვედრები ისევ დაიგეგმება. მოსახლეობასთან დისკუსია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით,  პროექტის დემოკრატიული იდეების განვითარების ფარგლებში გაიმართა.  

ამავე კატეგორიაში