საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის განვითარებასა და ფოთში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების თაობაზე იმსჯელეს საქართველოს სპორტის მინისტრმა და საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა.
მხარეებმა ასევე ერთობლივი სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის განვითარებას სპორტის სამინისტრო მხარს აქტიურად დაუჭერს.