გარემოს დაცვის მსოფლიო დღე - დასუფთავების აქცია

05 ივნისი 2025, 10:01 150 ნახვა

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა.  მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს.

პროექტის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31 ჰა ფართობისთვის ტყის გაშენების პროექტი მომზადდა. ახალი ტყე საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით შეიქმნება.

ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, 25 300 სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი დაირგვება. ნარგავების მოვლა-პატრონობაზეც მოხალისეები სატყეო სააგენტოს ზედამხედველობით იზრუნებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში