საქართველოს მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალურ პროგრამას აინიცირებს. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განვითარებისთვის კი, ინვესტორს მიწის ნაკვეთები გადაეცემა 20 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეეხება როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს.
ინვესტორი ვალდებული იქნება, სკოლას სასწავლო პერიოდში ინფრასტრუქტურა უფასოდ დაუთმოს.