საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან ერთად, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში მასტერლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მაღალი მიღწევების სპორტთან ერთად მასობრივი სპორტის განვითარების აუცილებლობას.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, ასევე, შეაჯამეს გასული წლის პროექტები და გაიმართა 2025 წლის სეზონზე დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.