ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. სულხან თამაზაშვილმა ძალოსნობის ეროვნული ნაკრების სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატები უსურვა.
შეხვედრის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
აქვე გეტყვით, რომ ძალოსნობის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი სპორტსმენი აჭარიდანაა. შესაბამისად ჩემპიონატში მონაწილეობდნენ რამინ შამილიშვილი და ბაქარ თურმანიძე.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ჯამში 9 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.