საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა.
მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.