საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, – წერს ირაკლი კობახიძე.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.