საკრებულოს სხდომა შუახევში 

30 მაისი 2025, 14:16 193 ნახვა

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა შუახევში. დეპუტატებმა საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის  სელიმ ხიმშიაშვილის  სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი შესაბამისი დანართის თანახმად დაამტკიცეს.

კონკრეტულად კი პრემია აქამდე ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გაიცემოდა 1500 ლარის ოდენობით, ცვლილების თანახმად კი ფულადი ჯილდო 2000 ლარამდე გაიზარდა.

დადგენილებას მხარი  უმრავლესობამ დაუჭირა. პრემია ენიჭებათ პირებს - ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში შეტანილი წვლილის, აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისთვის.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ცხრა საკითხი განიხილეს, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს ეხებოდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი