ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ქვიშაზე ჭიდაობაში წარმატებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა. 17 წლამდელთა შორის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა დემურ ბაღდავაძემ, რომელმაც ფინალში რატი წულუკიძე დაამარცხა.
ამავე ასაკში 70 კილოგრამშიც ქართული ფინალი შედგა, სადაც ლუკა მახარაძემ ბიძინა ჯინჭარაძეს მოუგო. 15 წლამდელებში ოქროს მედლის მფლობელი გახდა დემეტრე მორთულაძე.
ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ უფროს ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე სერია გაიმართება.