ხულოში დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო. ღონისძიებაზე მოხსენებებით - ,,დავით მამულაძის ცხოვრება და ღვაწლი" და ,,რწმენით გავლილი გზა" აუდიტორიის წინაშე თამაზ ფუტკარაძე და სერგო დუმბაძე წარდგნენ.
დავით მამულაძე 1944-48 წლებში იკავებდა სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას, იყო ასევე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგში თავმჯდომარე, 1954-61 წლებში იყო აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი.
ღონისძიება აჭარის საარქივო სამმართველოს ორგანიზებით მოეწყო.