პუტინმა საქართველოსა და უკრაინას სამამულო ომში გამარჯვება მიულოცა

08 მაისი 2017, 00:00 2456 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობას, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 72-ე წლისთავი მიულოცა. კრემლის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან ერთად არ არიან ნახსენები.

ჩამონათვალში დეფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები ცალკე სახელმწიფოებად არის მოხსენიებული. მისალოც ტელეგრამაში ნათქვამია, რომ „გამარჯვების დღე წმინდა თარიღი და ჩვენი მამებისა და ბაბუების უპრეცედენტო გმირობის სიმბოლოა, რომლებიც ერთად იბრძოდნენ სამშობლოსა და მთლიანად კაცობრიობის ფაშიზმისგან დასაცავად“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი