არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

23 მაისი 2025, 11:16 230 ნახვა

არასამთავრობო სექტორი პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი ცდილობს დააზიანოს ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, ძალით მიაღწიოს პარლამენტის ლეგიტიმაციას  და ველიდან გააქროს დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებს ვითარების მკაცრი შეფასებისკენ, ეუთო/ოდირს კი პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგისკენ მოუწოდებს.

განცხადებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში