ღონისძიება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში 

22 მაისი 2025, 10:51 237 ნახვა

ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ორგანიზატორი ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაა. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან საქართველოს მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში