კობა წაქაძე - 91 

22 მაისი 2025, 10:19 85 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრმა ლეგენდარულ ქართველ მოთხილამურეს, ტრამპლინიდან მხტომელს კობა წაქაძეს 91 წლის იუბილე მიულოცა. მინისტრმა ვეტერან სპორტსმენს ქართული სათხილამურო სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას ჯანმრთელობა უსურვა. კობა წაქაძეს იუბილე მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძემაც მიულოცეს.

კობა წაქაძე ოთხი ოლიმპიადის მონაწილეა. მან ექვსჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი.

ცნობილი სპორტსმენი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონიცაა. კარიერის განმავლობაში მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა. კობა წაქაძე სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში