შეხვედრა პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრებთან

20 მაისი 2025, 09:58 67 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარაძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში უზბეკეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ინდივიდუალურშიც წარმატებით იასპარეზა.

მსოფლიოს ჩემპიონები გიორგი ქალდანი, საბა ბაღდავაძე და ზვიად გოგოჭური გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი ზურაბ ზურაბიანი და ლაშა ყიზილაშვილი დაეუფლნენ.

აქვე გეტყვით, რომ ზვიად გოგოჭური არის ერთადერთი პარაძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპული ოქროს მედლები აქვს მოგებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი