ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ დატოვებს

20 მაისი 2025, 10:01 118 ნახვა

საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენი“ რამდენიმე ლიდერს დაემშვიდობება, მათ შორის ზურიკო დავითაშვილსაც, რომელსაც „სტრასბურგი“ იწვევს, ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. „ეკიპის“ ცნობით, დაგეგმილია ლუკას სტასენის, ზურიკო დავითაშვილისა და ბენჟამენ ბუშუარის გაყიდვა.

დავითაშვილისადმი ინტერესი არ არის შემთხვევითი. საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონში ქართველმა შემტევმა 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. იუწყება ფრანგული მედიასაშუალება.

აქვე გეტყვით, რომ დავითაშვილი თურქულ“ გალათასარაისაც დაუკავშირეს. „სტრასბურგი“ ევროსაგზურისთვის ბრძოლაში „ლიონის“ კონკურენტი იყო და საბოლოოდ ლიგა 1-ში მე-7 ადგილი დაიკავა. თუ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის თასს მოიგებს, „სტრასბურგს“ კონფერენსლიგაზე თამაშის უფლება მიეცემა.

რაც შეეხება დავითაშვილს, მისი მომავალი გუნდის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი